მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - 15.00 საათის მონაცემებით, 33 976-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩევლების 34%-ს შეადგენს

მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - 15.00 საათის მონაცემებით, 33 976-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩევლების 34%-ს შეადგენს

15.00 საათის მონაცემებით, ხმა 33 976-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩევლების 34%-ს შეადგენს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით ახდენენ.

„რაც შეეხება საჩივრებს, ოლქში სულ 8 საჩივარია შემოსული. ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. უბნებზე ხდება საუბნო კომისიის თავმჯდომარეების პროვოცირება. საუბნო კომისიის თავმჯდომარეები კარგად, ზედმიწევნით, კანონის სრული დაცვით ასრულებენ თავიანთ უფლება-მოვალეობას და თითქმის, ყველგან აღკვეთეს პროვოკაცია. არაფერი დაპირისპირება არ მომხდარა მე-5 საარჩევნო უბანზე, იქ მე თვითონ ვიყავი, ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელი ახდენდა პროვოცირებას საუბნო საარჩევნო კომისიაში. ჩემი თვალით ვნახე როგორ ასრულებდა თავის ფუნქციას, როგორ აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს და ამავდროულად, ამბობდა არ მაძლევენ საშუალებას, საარჩევნო პროცესს დავაკვირდეო", - აცხადებს ასანიძე.