მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, ზუგდიდის 105-ე საარჩევნო უბანთან ორი ადამიანი დააკავეს

მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, ზუგდიდის 105-ე საარჩევნო უბანთან  ორი ადამიანი დააკავეს

ზუგდიდის 105-ე საარჩევნო უბანთან ორი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ განუცხადა. მისი თქმით, სად არიან დაკავებულები გადაყვანილი, ინფორმაცია არ აქვს.

“ქართული ოცნების"კოორდინატორთა უდიდესი ნაწილი არის მოძველბიჭო მენტალობის ადამიანი. ამ უბანზე მოვიდნენ ისეთი ამომრჩეველები, რომლებიც “ქართულ ოცნებას" არ ჰყვდა „დაკერილი". ფიზიკურად გამოათრიეს უბნიდან და დაუწყეს საქმის გარჩევა ქურდულად. ამის შემდეგ ამ ადამიანებმა გამოიძახეს პოლიცია, რა დროსაც ისევ ეს დაზარალებულები დააკავეს. სად გადაიყვანეს, არ ვიცი. ჩვენი ინფორმაციით 2 ადამიანია გადაყვანილი“, - განაცხადა ზოდელავამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ არავინ დაუკავებიათ. "არავინ დაგვიკავებია. კონკრეტული გარემოების შესწავლის მიზნით, ნებაყოფლობით გადავიყვანეთ ხსენებული პირები განყოფილებაში. ამ ეტაპზე არიან გაშვებულებული", - აცხადებენ შსს-ში.