ხარაგაულში ოპოზიციამ უბანზე არასაკმარისი ბიულეტენების გამო საჩივარი დაწერა

ხარაგაულში ოპოზიციამ უბანზე არასაკმარისი ბიულეტენების გამო საჩივარი დაწერა

ხარაგაულში, 24-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, ამ უბანზე 300 ბიულეტენია, ხოლო სიაში 308 ამომრჩეველია.

საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რომან ტაბატაძე ადასტურებს, რომ უბანზე 308 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის განმარტებით, საარჩევნო უბნებისთვის გადასაცემ ბიულეტენებს ცესკო განსაზღვრავს და საარჩევნო უბანს იმდენი ბიულეტენი გადაეცა, რამდენიც ცესკოსგან მითითებულ ბიულეტენების განაწილების სქემაშია აღნიშნული.