მარნეულში „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე - გუბერნატორის მოადგილე ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს

მარნეულში „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, ფუად გახრამანოვი აცხადებს, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს. როგორც გახრამანოვი აღნიშნავს, დარგალი 69-ე საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფება.
"გუბერნატორის მოადგილე, პირველ ტურში, 69-ე უბანზე მოდიოდა ყოველ საათში, ხალხზე ზეგავლენას ახდენდა და მეორე ტურშიც იგივეს აკეთებს. ის ხალხს ურჩევს, რომ ხელისუფლებას მისცენ ხმა. ასევე ჩემი ყურით მოვისმინე, ხალხს როგორ ეუბნებოდა, თქვენი კრედიტები განულებულია და ვინც დარჩა, ყველას კრედიტებს გაგინულებთო. ასე ახდენს ამომრჩეველზე ზეგავლენას, რაც აქ ჩემი თვალით ვნახე", - აცხადებს გახრამანოვი.

























