იმერეთის გუბერნატორი - ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და ღირსეულ მომავალს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ საკუთარი არჩევანი საჩხერეში, მე-3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„დღეს მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და ღირსეულ მომავალს. გავაკეთე არჩევანი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეზე და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. ყველას მოქალაქეობრივი ვალია მივიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.

























