გორის საოლქო კომისიის მონაცემებით, 12 საათისთვის, ამომრჩეველთა 18.76%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი

გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12 საათისთვის, დაახლოებით 21 000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 18.76 %-ს შეადგენს. გორის საარჩევნო ოლქში 111 930 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გორის 1-ელ საჯარო სკოლაში გახსნილ უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
„რეგიონში ვითარება მშვიდია, არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, გავაკეთე არჩევანი საქართველოს შეუქცევად განვითარებაზე, ევროპული და ქართული ტრადიციების შერწყმაზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. რეგიონის მასშტაბით აქტივობა საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

























