ზუგდიდის საკრებულოს წევრი ვანო ზოდელავას - თქვენ ხართ ის პროკურორი, რომელმაც ამ ქალაქში მინიმუმ 200 ადამიანი აწამა

თქვენ ხართ ის პროკურორი, რომელმაც ამ ქალაქში, მინიმუმ 200 ადამიანი აწამა,- ასე მიმართა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, თამაზ ფაცაციამ გაერთიანებული ოპოზიციის სამეგრელოს კოორდინატორს მურთაზ ზოდელავას.
ზუგდიდის მე-3 უბნის მიმდებარე ტერიტორიასთან, ზოდელავასა და ფაცაციას შორის სიტყვიერი შეკამათება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ამომრჩევლის მხრიდან ღიად დაფიქსირებულ პოზიციას მოჰყვა.
„ჩვენ ვართ მშვიდობიანი ძალა. ერთადერთი ამოცანა გვაქვს, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ამ უბანზე არჩევნები წააგეთ, დღეს 28 ნოემბერია და დღესაც წააგებთ. თქვენმა პროკურორმა სარდაფში ჩაიყვანა მეწარმე. მე ვარ ის პროკურორი, რომელსაც ქრთამი არასდროს ამიღია, სარდაფში არავინ ჩამიყვანია“, - განაცხადა ზოდელავამ.
თავის მხრივ, ფაცაციამ აღნიშნა, რომ დღევანდელი არჩევნების ბედს მოსახლეობა გადაწყვეტს.
„არჩევნებს თქვენ წააგებთ. თქვენი მშვიდობა გვაქვს ნანახი. თქვენ ხართ ის პროკურორი, რომელმაც ამ ქალაქში, მინიმუმ 200 ადამიანი აწამა. მექთამეც ხარ და უარესიც", - განაცხადა ფაცაციამ.

























