ქობულეთში, 46 წლის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს

ქობულეთში, 46 წლის  მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 46 წლის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლოს კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი სოფელ ჩაისუბნის მკვიდრია. მას სავარაუდოდ, ავტომობილიდან ესროლეს.

იხილეთ ვიდეო: ქობულეთში, 46 წლის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან