ზუგდიდის 80-ე უბანზე ხმის მისაცემად მარკირების მქონე ამომრჩეველი მივიდა, რომელსაც უბანი დროულად დაატოვებინეს

ზუგდიდის 80-ე უბანზე ხმის მისაცემად მარკირების მქონე ამომრჩეველი მივიდა, რომელსაც უბანი დროულად დაატოვებინეს

ზუგდიდის 80-ე უბანზე ხმის მისაცემად მარკირების მქონე ამომრჩეველი მივიდა, რომელსაც უბანი დროულად დაატოვებინეს.

როგორც ჟურნალისტებს 80-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი მოსიამ განუცხადა, მარკირებიანი ამომრჩეველი მანამდე სხვა უბანზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

"ამომრჩეველი შემოვიდა უბანზე. ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა მარკირება, დაგვიძახა ჩვენ და ვნახეთ, რომ ნამდვილად ჰქონდა ამ ადამიანს მარკირება გავლილი. გავაბრუნეთ უკან", - განაცხადა მოსიამ.

"ნაციონალური მოძრაობის"კომისიის წევრის, მანონი შენგელიას თქმით, მარკირების ფაქტის გარდა, აღნიშნულ უბანზე აგიტაციასაც ჰქონდა ადგილი.