გურჯაანში, სოფელ ჭანდრის 45-ე საარჩევნო კომისიიდან ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიციის ჩარევით გაიყვანეს

გურჯაანში, სოფელ ჭანდრის 45-ე საარჩევნო კომისიიდან ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიციის ჩარევით  გაიყვანეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის 45- ე საარჩევნო კომისიიდან ოპოზიციის წარმომადგენელი ანა რუაძე პოლიციის ჩარევით გაიყვანეს.

როგორც რუაძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს რამდენჯერმე განუმარტა, რომ საარჩევნო ყუთთან ახლოს არ მდგარიყო. მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა პარტიების წარმომადგენლებს შორის ხმაური, რის გამოც უბანზე პოლიცია გამოიძახეს და მას შენობა დაატოვებინეს.

კომისიის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ რუაძის გაძევება მისი მხრიდან კონფლიქტის პროვოცირებას უკავშირდება.