ბათუმის მე-17 უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმის მე-17 უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმის მე-17 უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც უბნის თავმჯდომარე ელზა აგირბამ განაცხადა, ერთ-ერთი დამკვირვებელი მოქალაქეებს ხმის მიცემაში ხელს უშლიდა და საარჩევნო პროცედურებში ერეოდა.

თავმჯდომარის თქმით, დამკვირვებლის უბნიდან გასაყვანად სამართალდამცავების დახმარება დასჭირდათ.

"უბანზე მყოფი ერთ-ერთი დამკვირვებელი ხელს უშლიდა და პირადობის მოწმობებს ართმევდა. ამაზე გაფრთხილება მივეცი, თუმცა არ გაითვალისწინა, ამიტომ წილისყრა ჩავატარეთ გაძევების აქტის შესახებ. უბნიდან არ გადიოდა და პოლიცია გამოვიძახეთ",- განაცხადა ელზა აგირბამ.

თავის მხრივ, ორგანიზაციის "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" წევრი ზებურ დუმბაძე, რომელსაც უბანი დაატოვებინეს აცხადებს, რომ ამომრჩევლებს ეხმარებოდა იმაში, როგორ მოქცეულიყვნენ უბანზე და კონკრეტული არჩევანის გაკეთებაში მითითება არ მიუცია.