PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო

დღეიდან, 26 ნოემბრიდან PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო. გათამაშებაში კვლავ უპრეცედენტო პრიზი „10 წელი 1000-ლარიანი ხელფასი PSP-სგან”, გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე და 25000 ლარია. გათამაშებაში ჩართვის პირობა კვლავ ძალიან მარტივია: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს.
საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზის „10 წელი 1000-ლარიანი ხელფასი PSP-სგან” პირველი იღბლიანი მფლობელი PSP-ს 4 ნოემბრის გათამაშებაში უკვე გამოვლინდა.
10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით PSP-ს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიხარულის ისტორია!
„PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ამიტომ ახალი გათამაშების პრიზებში კვლავაც 10 წლის მანძილზე 1000-ლარიანი ხელფასი, გარემონტებული ბინა და 25000-ლარიანი პრიზებია. ჩვენ კვლავ ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მომავალში“, - აცხადებენ PSP-ში.
PSP-ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000-ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 149 ოჯახს კი PSP-სგან ძვირად ღირებული საჩუქრები გადაეცა.
(R)

























