თელავში აქცია სახელწოდებით, „არა „ნაცებს“, არა მიშას, არა სისხლიან რეჟიმს" გაიმართა

თელავში  აქცია სახელწოდებით, „არა „ნაცებს“, არა მიშას, არა სისხლიან რეჟიმს" გაიმართა

„არა „ნაცებს“, არა მიშას, არა სისხლიან რეჟიმს"- ამ მოწოდებით მოსახლეობის ნაწილმა თელავში მსვლელობა მოაწყო.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სოფელ ვარდისუბნიდან დაიწყეს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის ყველა სოფელი მოიარეს. მსვლელობის დროს ისინი მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.