გია ხალვაში - პოლიციელებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად სიების შედგენას სთხოვენ

გია ხალვაში - პოლიციელებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად სიების შედგენას სთხოვენ

პოლიციელებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად სიების შედგენას სთხოვენ, - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა გია ხალვაშმა გააკეთა.

მისი თქმით, პოლიციელებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევენ და შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით აიძულებენ, რომ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

„გახარია საარჩევნო პროცესში პოლიციელებს თავისუფალი არჩევანის და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. პოლიციელები, რომლებმაც სოციალურ ქსელში გაიზიარეს ან „დალაიქეს“ „რუსთავი 2“ - ის ინტერვიუები, მათ ემუქრებიან სამსახურის დატოვებით, ასევე პოლიციელები, რომლებიც წოდებებს ელოდებოდნენ, მათ განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიები შეეგროვებიათ და წარედგინათ. მივმართავ შს მინისტრს, მისცეს საშუალება პოლიციელებს გააკეთონ თავისუფალი არჩევანი“, - განაცხადა გია ხალვაშმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს -ს წარმომადგენლებს ზოგადად ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ დროს, ის არის ნეიტრალური უწყება. უწყების ცნობით, რაც შეეხება დანიშვნას, საარჩევნო პერიოდში შსს-ში აკრძალულია საკადრო გადაადგილება.