თორნიკე რიჟვაძე - აჭარა დაპაუზებული არ არის, დაპაუზებულია მათი პოლიტიკური წამზომი

თორნიკე რიჟვაძე - აჭარა დაპაუზებული არ არის, დაპაუზებულია მათი პოლიტიკური წამზომი

აჭარა დაპაუზებული არ არის, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპის დასრულების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტები ცრუ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს აჭარა არ ვითარდება. რიჟვაძის შეფასებით, გაზიფიცირების პროექტი იმის დასტურია, რომ აჭარა ვითარდება.

"დღევანდელი დღე არის ჩვენი ზუსტი პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ აჭარა გაჩერდა ან დაპაუზებულია. დაპაუზებულია მათი პოლიტიკური წამზომი. ჩვენ ასეთი საქმეებით შევძლებთ ვუპასუხოთ მათ ქილიკს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაღლმთიანეთში გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.