„პატრიოტთა ალიანსის" შუახევის ორგანიზაციის წევრმა პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა

„პატრიოტთა ალიანსის" შუახევის ორგანიზაციის წევრმა ბეგლარ ფუტკარაძემ პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. ფუტკარაძემ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ოფისში გააკეთა. მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსის“ რიგები კიდევ 10-მა წევრმა დატოვა.
ბეგლარ ფუტკარაძემ პარტიიდან მისი და თანაგუნდელების წასვლის მიზეზად „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთთან კავშირი და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა დაასახელა.
"პარტიის არასწორმა და გამოუსწორებელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავტოვოთ „პატრიოტთა ალიანსი“ და შევუერთდეთ გაერთიანებულ ოპოზიციას ,,ძალა ერთობაშია“. ჩემთან ერთად პარტა დატოვა 10-მა ადამიანმა, მათ ამჟამად უამინდობის გამო, ვერ შეძლეს ჩამოსვლა. მათ უარი თქვეს, რომ დღეს დაგეგმილ „პატრიოტთა ალიანსის“, სინამდვილეში კი „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიიღონ. მოვუწოდებ, ჩემს უკვე ყოფილ თანაგუნდელებს, დროა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ფუტკარაძემ.

























