თბილისში „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა

თბილისში „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა

მთაწმინდის რაიონში ,,სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა. დამფუძნებლები თბილისელებს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას სთხოვენ. მოძრაობის მთავარი მიზანი 28 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დამარცხებაა. მოძრაობის წევრები გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ხედავენ საფრთხეს, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ტერორი და ძალადობა. ვინც იზიარებს ამ პოზიციას შეუძლიათ მოძრაობას შეუერთდნენ გიორგი ლეონიძის 12 ნომერში მდებარე ოფისში. ,,სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისის გახსნას მთაწმინდის რაიონის ათეულობით მცხოვრები დაესწრო. ,,სამოქალაქო მოძრაობაში“ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებულები.

(R)