საკრედიტო სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა ნოზაძის განცხადება

საკრედიტო სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა ნოზაძის განცხადება

საკრედიტო სააგენტოების (ე. წ. ამომღები კომპანიები) ასოციაციის სახელით მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს საკრედიტო ვალდებულებების განულებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანიებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იყო სრულად ნებაყოფლობითი. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში, პერმანენტულად ხდებოდა აზრების გაცვლა და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდეგ არსებული საკრედიტო სააგენტოები განაგრძობენ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში მოხდა საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისება.

(R)