მარნეულის მერია - სოფელ სადახლოში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი ხორციელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა.
„საპროექტო ქსელზე პროექტით გათვალისწინებულია მრიცხველების და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი, ახალი რეზერვუარის და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 305 935 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

























