„ნაცმოძრაობის“ წევრი - ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი შარშანდელთან შედარებით, 10 მილიონითაა შემცირებული

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 10 მილიონით არის შემცირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაცია ავრელებს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ საკრებულოში შესული ბიუჯეტის პროექტით მომავალ წელს ქალაქის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება, რადგან შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯები.
„პარლამენტის გადატანის პარალელურად, ნათლად დავინახეთ, რომ ქუთაისი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარაა, რაგან შემცირებულია ინფრასტეუქტურული პროექტების დაფინანსება. შემცირებულია პროგრამა „კორპუსის" დაფინანსება. სამაგიეროდ, გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯები. ბიუჯეტის ნახევარი, 24 500 000 ლარია გაწერილი თვითმმართველობის, ა(ა)იპ-ების და შპს-ებს ხელფასებზე. ბიუჯეტში არაა მერის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტები, გაპონოვის ქუჩა, ასსაფეხურიანი კიბე და რიონისპირა სახლები. ეს არის ქუთაისის დაცინვა და ამისთვის მეორე ტურში საკადრის პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.
შუშანია მერიას მოუწოდებს, უკან გაიწვიონ ბიუჯეტი და ახალი, მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტი შეიტანონ საკრებულოში.

























