„ენერგო-პრო ჯორჯიას“აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 10:30 საათიდან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, უფურეთი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში ლაშარის, ქუმსიშვილის, ცხრაკარას, სანიკიძის, ქუსნოს, გელოვანის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

























