აბაშის მუნიციპალიტეტის  მერი ლევან მაკალათია ეკონომიკის მინისტრს მეწარმეებთან ერთად შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის  მერი ლევან მაკალათია ეკონომიკის მინისტრს მეწარმეებთან ერთად შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების შექმნის, კერძო სექტორისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების შესახებ ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშელი მეწარმეები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინისტრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, ამომწურავი პასუხები გასცეს მეწარმეების მიერ დასმულ შეკითხვებს. მინისტრმა ასევე, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საკრედიტო - საგარანტიო ფონდის ინიციატივის დეტალები გააცნო.

გიორგი ქობულია, ლევან მაკალათიასთან ერთად, მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.მაიდნელებმა მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და გაზიფიკაცის შესახებ ისაუბრეს. მერმა, მინისტრთან ერთად განიხილა საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის საკითხები.