ბარიატრიული ქირურგიის სასწავლო ცენტრი სამედიცინო ცენტრ “ინოვას“ ბაზაზე

ბარიატრიული ქირურგიის სასწავლო ცენტრი სამედიცინო ცენტრ “ინოვას“ ბაზაზე

სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ ბაზაზე მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის სასწავლო ცენტრი „ექსელენსი“ დაარსდა. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ექიმებს განიმტკიცონ მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიისთვის აუცილებელი ჩვევები და მიღებული გამოცდილება წარმატებით გამოიყენონ პრაქტიკაში.

ცენტრი ჩამოყალიბდა მულტიპროფილურ სამედიცნო ცენტრ „ინოვას" ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის პროფესორ დავით აბულაძის ხელმძღვანელობით და ჯონსონ და ჯონსონის საქართველოს წარმომადგენლობის სპონსორობით.

26-27-28 ნოემბერს სასწავლო ცენტრი იწყებს ტრენინგ კურსს „მულტიდისციპლინარული ბარიატრიულ ქირურგიაში ჯგუფებისთვის“ სამედიცინო ცენტრ ინოვას ბაზაზე. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე ასისტირებას გაუწევენ ქირურგებს.

კურსის მსმენელებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, შესაბამისი კრედიტ ქულებით.

სასწავლო ცენტრში „ექსელენსი“ მოქმედ ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლით აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ნებისმიერ მსურველს.

(R)