ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში წუხელ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. მათივე ცნობით, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

„პაციენტს წუხელ ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა ჯერჯერობით რჩება მძიმედ“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

შს სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.