გაერთიანებული ოპოზიციის წევრის განცხადებით, ვახტანგ გომელაური ხულოში „ქართული ოცნების" შტაბის წევრებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის განცხადებით, ვახტანგ გომელაური ხულოში „ქართული ოცნების" შტაბის წევრებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრის, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტში გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური "ქართული ოცნების" შტაბის წევრებს შეხვდა.

როგორც ირაკლი ჯორბენაძე აცხადებს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში, მმართველი გუნდის შტაბის წევრებმა არჩევნების გაყალბებაზე და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე იმსჯელეს.

„გუშინ გვიან ღამით ხულოს მუნიციპალიტეტში მოულოდნელი ვიზიტით იმყოფებოდა სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში, სადაც დაბარებული ჰყავდათ „ქართული ოცნების“ შტაბი სრული შემადგენლობით, ასევე ზონის და უბნის კოორდინატორები. როგორც შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილე კონფიდენციალურად გვამცნობს, შეხვედრის მიზეზი იყო ხულოში წინასაარჩევნოდ დახარჯული ასი ათასობით ლარი და ის შედეგი რაც დადგა ხულოს მუნიციპალიტეტში.

შეხვედრიდან გამოსულმა განაწყენებულმა ზონის კოორდინატორებმა მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობდა „ქართული ოცნების“ შტაბი ამომრჩეველთა მოსყიდვას ხშირ შემთხვევაში 5-5 ლარად",- აცხადებს ჯორბენაძე.