ხარაგაულში, საქასრიის ტყეში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის

ხარაგაულში, საქასრიის ტყეში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის

ხარაგაულში, საქასრიის ტყეში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები. დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.