სამოქალაქო მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” თელავში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს

სამოქალაქო მოძრაობის “მე ვიცავ თავისუფლებას” ორგანიზატორები თელავის თეატრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. „არა ნაციონალურ მოძრაობას“, „არა სისხლიან რეჟიმს“, - ეს არის „ქართული ოცნების“ მხადამჭერების ძირითადი ლოზუნგები.
შეკრების ორგანიზატორების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აუცილებელია ხალხის მობილიზება და არჩევნებზე მეტი აქტიურობა, რათა რეჟიმი არ დაბრუნდეს.
ანალოგიური შინაარსის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

























