დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ჩუბინიანთკარში და ჩანადირთკარში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის დასრულების შემდეგ ორი სოფლის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოებს აწარმოებს შპს „თერგი“.