„სოკარჯორჯია გაზი“ სოფელ მჭადიჯვარში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს

შპს “სოკარჯორჯია გაზი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მჭადიჯვარში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჟამად მიმდინარეობს შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები და ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

























