ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვრის დამრღვევთა მიმართ ჯარიმების გამკაცრება ფულის გამოძალვის ერთ-ერთი მექანიზმია

ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვრის დამრღვევთა მიმართ ჯარიმების გამკაცრება ფულის გამოძალვის ერთ-ერთი მექანიზმია

ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვრის დამრღვევთა მიმართ ჯარიმების გამკაცრება არის ფულის გამოძალვის ერთ-ერთი მექანიზმი, - აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს.

„დაკავებული იყო ჩვენი თალამოქალაქე ქალბატონი, რომელსაც ედავებოდნენ, რომ ოს მოსახლეობას ეხმარებოდა ამ მავთულხლართების გასწვრივ გადაადგილებაში. მაშინ დააანონსეს, რომ ეს ე.წ. ჯარიმები გაიზრდებოდა. სინამდვილეში, ეს არის ფულის გამოძალვის ერთ-ერთი მექანიზმი მოსახლეობისგან, საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან. ამას სხვანაირად ვერ შევაფასებ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ფორმით ეს ე.წ. ჯარიმები არის უკანონო და მიუღებელი.

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პარლამენტი უახლოეს სხდომაზე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონპროექტს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.