მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლების საპროტესტო აქცია დასრულდა

მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლების საპროტესტო აქცია გორის ცენტრალურ მოედანზე დასრულდა. მოკლული გოგონას მამამ, მიხეილ ბერიაშვილმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დაშლისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, დაუკავშირდნენ სასულიერო პირები და შეხვედრა სთხოვეს. აქედან გამომდინარე ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მოკლული გოგონას მამა საპროტესტო აქციის გაგრძელებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. რაც შეეხება მოთხოვნას, მისი თქმით, მოთხოვნა უცვლელია და ნანა ბერიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ბრალდებულის გადაცემას და ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ.
გორში მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატი დღეს საქმის მასალებს გაეცნო, მათ შორის იმ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ბრალდებულის მხრიდან გოგონასთან მკვლელობამდე ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ადასტურებს.

























