ქვემო ალვანში აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის თასი გათამაშდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში,აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის თასი გათამაშდა. ფეხბურთში ერთმანეთს ლოპოტას და თელავის გუნდები შეხვდნენ, სადაც ანგარიში ლოპოტას სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.
თამაშს ანწუხელიძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წლევანდელი ტურნირის ორგანიზატორი თუშეთის განვითარების ფონდი იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს სოფელ ქვემო ალვანში გაიმართება.

























