აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოასფალტებისა და გარეგანათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოასფალტებისა და გარეგანათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოასფალტებისა და გარეგანათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერი, ლევან მაკალათია, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც დასრულდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მოასფალტების, გარე განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.

„ეს არის უმოკლესი დამაკავშირებელი გზა მეზობელ მუნიციპალიტეტთან (სენაკის მუნიციპალიტეტი) 4 სოფლისთვის: ეწერი, სუჯუნა, წალიკარი, ზანათი. აღნიშნულ გზას უკანასკნელი 3 ათეული წლის განმავლობაში საფუძვლიანი რემონტი არ ჩატარებია, დაზიანების გამო გაძნელებული იყო როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, დაგვიანებით ხდებოდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მომსახურების გაწევა. გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში მოსახლეობა უპრობლემოდ დაუკავშირდება მუნიციპალიტეტის ცენტრს, ეს კი უამრავ პრობლემას აღმოფხვრის“,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

ცნობისთვის, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 674 870 ლარით დაფინანსდა, სამუშაოები განახორციელა შპს „არქეოპოლისმა“.