საქართველოს ბანკის უნიკალური დეველოპერული შეთავაზება 15 ნოემბრამდე

საქართველოს ბანკის უნიკალური დეველოპერული  შეთავაზება 15 ნოემბრამდე

საქართველოს ბანკი დეველოპერულ კომპანია რედ-კო-სთან ერთად საკუთარ მომხმარებელს უნიკალურ შეთავაზებას უკეთებს. მათ, ვინც 15 ნოემბრამდე შეიძენს საოცნებო აპარტამენტს გუდაურში, დეველოპერული კომპანია ექსკლუზიურად შესთავაზებს 9%-იან ფასდაკლებას.

მხოლოდ 15 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის მომხმარებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გააკეთოს სწორი არჩევანი და დაიბრუნოს ინვესტირებული თანხა 5-6 წელიწადში.

„დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს. აქციის ფარგლებში საქართველოს ბანკისა და ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ უნიკალურ შეთავაზებას რომელიც მოიცავს 9% -იან ფასდაკლებას აპარტოტელებზე. ეს არის უნიკალური შანსი იმისა, რომ ინვესტირებული თანხა 5-6 წელიწადში დაიბრუნონ“,- აცხადებენ რედ-კო-ში.

დეველოპელურ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია უზრუნველყოფს კომპანიების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას და ხარისხის სტანდარტების ზრდას.

ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითი დღე იზრდება, რაც ქმნის მყარ გარანტიას იმისა, რომ საკურორტო ზონაში ნაყიდი ბინა ყოველთვის მოუტანს მფლობელს შემოსავალს. აპარტ-ოტელების სისტემა ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველოში ის შედარებით ახალია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვლიდერობთ ამ სფეროში.

(R)