ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „პლაზას“ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „პლაზას“ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დილით სავაჭრო ადგილებზე მისულებს საკუთარი პროდუქცია აღარ დახვდათ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიას არც კი გაუფრთხილებია, ისე წაიღო მათი პროდუქცია.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მერიამ პროდუქცია და დახლები დააბრუნოს, რადგან „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობას ვერ აგრძელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუჩის გადაკეტვით და აქციებით იმუქრებიან.
აქციაზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები. როგორც ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, ბათუმის მერიას მიზანმიმართულად, მოქალაქეების გაუფრთხილებლად მიაქვს მოვაჭრეების პროდუქცია და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

























