„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, 2 ნოემბერს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს “„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 08:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3809 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, მაქართა, დიხჩო, ფასანაური, ქუბრიაანი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე 1024 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, ახალსოფელი, ლიშო, სხლოვანი და მიმდებარე სოფლებში, 16:00-დან 18:30 საათამდე 318 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში.
კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

























