ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაკვამლიანების შედეგად დარაჯმა ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანების გამო დარაჯმა ინტოქსიკაცია მიიღო. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დამწვარია ფართი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ინახებოდა. ადგილზე არიან მოვაჭრეები შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ მატერიალური ზარალი ძალიან დიდია.
რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზარში" ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვმ ფართობი. ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იხილეთ ვიდეო: ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაკვამლიანების შედეგად დარაჯმა ინტოქსიკაცია მიიღო

























