რუსთავში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგების პრეზენტაცია  გაიმართა

რუსთავში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰერცელი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილოვმა, პროექტის “EU4Justice” ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე რენატა ვინტერი და სხვა ოფიციალურმა პირები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო, არასრულწლოვანთათვის განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს და ასევე, სისხლის სამართლის სისტემაში მყოფი ბავშვებისათვის შესაბამისი, მათზე მორგებული გარემოს შექმნას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მიერ განხორციელებული ერთობლივი რეფორმის შედეგად, 3000 მოზარდს საკუთარი შეცდომების გაანალიზების და გამოსწორების საშუალება მიეცა და ცხოვრების სწორ გზას დაუბრუნდა.

ღონისძიების დასასრულს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში “ბავშვზე მორგებული სივრცე” გაიხსნა.