ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. ქალაქის მერთან ერთად სამუშაოები მერის მოადგილეებმა გიორგი იობაშვილმა და იუზა უგულავამაც დაათვალიერეს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერმა თეთრი ხიდის სამუშაოები მოინახულა, ასევე, ნიკეას მე-2 შესახვევი, რომლის რეაბილიტაციაც უკვე მთლიანად დასრულდა. ასფალტის საფარის გარდა მოწესრიგდა სანიაღვრეები და ტროტუარები. უახლოეს ხანში შესაბამისი სამსახურები ქუჩის დახაზვის სამუშაოებს შეასრულებენ.
დღესვე ფხაკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება, სადაც ბეტონის საფარი დაიგო. ფხაკაძის ქუჩის რეაბილიტაციას კომპანია ,,ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 86 000 ლარია. რაც შეეხება ნიკეას მე-2 შესახვევს, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩას უერთდება, სამუშაოებს კომპანია გზამშენი 21-ე საუკუნე ასრულებს. პროექტი 147 000 ლარის ღირებულებისაა.

























