დავით გაბაიძემ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა

დავით გაბაიძემ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს - ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის ცალკეულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.

მათივე ინფორმაციით, საპატიო სტუმარმა, რომელიც მეორე თვეა ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ჩვენი რეგიონი შეარჩია. მან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისათვის.