ფოთის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა

ფოთის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა

ფოთის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა. მან ინფრასტრუქტურა-მშენებლობის დარგი ჩაიბარა. აქამდე თოფურია კერძო სექტორში მოღვაწეობდა. აღნიშნულ პოსტს მამუკა პაპასკირი იკავებდა, რომელიც მერის მოადგილედ გადაიყვანეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოკლე დროში შევძლებთ არსებული პრობლემების საფუძვლიანად შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზების დაგეგმვას. ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა. ზუსტად ვიცი, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობამ დაინახოს ქალაქში დაწყებული ცვლილებები,“- განუცხადა ჟურნალისტებს კოტე თოფურიამ.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს ფოთის მერის მოადგილემ, ირაკლი თოფურიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამის შემდეგ გახდა ვაკანტური მერის მოადგილის თანამდებობა.