„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 31 ოქტომბერს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 845 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, მელიასხევი, ევჟენტი და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 12:00 საათამდე 1029 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გორისციხე, ფხელშე, ხურთისი, გერგეთის უბანი და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 18:00 საათამდე 1720 აბონენტს გლდანის მიმდებარედ, მამკოდაში, მშრალხევში, ლელუბანში, სოფელ გლდანში წყაროს, ქერჩის, რუსთაველის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.