ქუთაისის №59-ე საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა დაიწყო

ქუთაისის №59-ე საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა დაიწყო

ქუთაისის №59-ე საოლქო კომისიაში დღეს არჩევნების დღეს შესული 36 საჩივრის განხილვა დაიწყო. კომისიამ ამ დროისთვის №28 უბანზე დაწერილი საჩივრები განიხილა. საჩივრის მიხედვით, "ედპ"-ს წევრმა უბნის ადრე გახსნა გაასაჩივრა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, უბნის ადრე გახსნით შეფერხება არ მომხდარა, ამიტომ ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამავე უბნის თავმჯდომარეს სამაგიდო და კედლის სიაში არსებული უზუსტობის გამო შენიშვნა გამოეცხადა. კომისიამ საჩივრების განხილვა ორ დღეში უნდა დაასრულოს.