ასპინძაში მცხოვრები 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

ასპინძაში მცხოვრები 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

როგორც „ინტერპრენიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად, კომპანიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხანდო-ასპინძის 5 კმ-იანი მაგისტრალისა და სათავე ნავებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების შედეგად, წყლის დებეტი გაიზარდა და დაბა ასპინძაში მცხოვრებ 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

„ასპინძის მცხოვრებლებს ათეული წლებია სასმელი წყალი 2-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. უახლოეს მომავალში, წყალმომარაგების რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.