წინასწარი მონაცემებით, ტყიბულში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, ტყიბულში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

საპრეზიდენტო არჩევნებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი გრიგოლ ვაშაძეზე გააკეთა.

წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მუნიციპალიტეტის 37 საარჩევნო უბანიდან 31 საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა, დანარჩენ 6 საარჩევნო უბანზე - მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუნიციპალიტეტის ყველა საარჩევნო უბნიდან საარჩევნო დოკუმენტაცია შესულია და შემაჯამებელი ოქმები ცესკო-ს ვებგვერდზე არის ატვირთული.