ლევან ვარშალომიძე - მადლობა ყველას, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე და მომავალზე იფიქრა, „ძალა ერთობაშია"

ლევან ვარშალომიძე - მადლობა ყველას, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე და მომავალზე იფიქრა, „ძალა ერთობაშია"

ბათუმის 102 უბნიდან 86 უბანზე "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა,- განცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ.

მისი თქმით, აჭარის რეგიონში ოპოზიცია ლიდერობს.

„ყველას მინდა მივულოცო. გუშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარა მოიგო. ბათუმის 102 უბნიდან 86 უბანი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დამაჯერებლად მოიგო. ეს არის იმ ოქმების შედეგები, რაც მივიღეთა. წინ გველოდება დიდი გამარჯვება. მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე და საქართველოს მომავალზე იფიქრა, „ძალა ერთობაშია",- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.