ფოთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, აქტივობა იყო საშუალო

ფოთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, აქტივობა იყო საშუალო

ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში 32-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა და საარჩევნო პროცესი შეწყდა. 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდანაიას შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო საშუალო. საკუთარი არჩევანი 17 778 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 42, 99 % შეადგენს.

,,ყველა უბანი დაიხურა და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. მთელი დღის განმავლობაში იყო დარღვევები, ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა უბნის კომისიებთან. 31 საჩივარია შემოსული საოლქო კომისიაშია და მათი განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება. საჩივრების უმრავლესობა პროცედურული ხასიათისაა. ფოთში დაძაბულობა არ ყოფილა, მეტ-ნაკლებად არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა“, - აღნიშნა სალომე როდონაიამ.