საოლქო კომისიის ინფორმაციით, რუსთავში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

საოლქო კომისიის ინფორმაციით, რუსთავში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩეველთა მაღალი  აქტივობა დაფიქსირდა

რუსთავის #20 საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა და საარჩევნო პროცესი შეწყდა.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის ინფორმაციით, არჩევნებმა ზოგადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 20:00 საათის მონაცემებით 107 724 ამომრჩევლიდან, საარჩევნო უბნებზე 48 565 მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45,08 %-ია.