მირდატ ქამადაძე - ხელისუფლებამ არჩევნები წააგო

ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მირდატ ქამადაძე ამბობს, ეგზიტპოლის შედეგებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო კანდიდატმა არჩევნები ვერ მოიგო და მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია.
„პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, ვინც მოვიდა დღეს არჩევნებზე და მიიღო მონაწილეობა. ეგზიტპოლის შედეგებმა ცალსახად აჩვენა, რომ მეორე ტური გარდაუვალია და ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებს იგებს. ეგზიტპოლის შედეგებმა აჩვენა, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ მოიგო, ოპოზიცია ამ ქვეყანაში უფრო მეტია, ვიდრე ხელისუფლების მხარდამჭერები. ხელისუფლებამ არჩევნები წააგო დღეს",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

























