ბათუმში 62-ე საარჩევნო უბანთან ხმაურია

ბათუმში 62-ე საარჩევნო უბანთან ხმაურია. როგორც საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, მარკირებაგავლილი რამდენიმე პირი ხელახლა ცდილობს ხმის მიცემას, რის საშუალებასაც სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ აძლევენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები მიზეზად მანდარინის ჭამას ასახელებენ, რამაც ხელზე მარკირების მსგავსი ლაქა დაუტოვათ.
მოქალაქეების მცდელობის მიუხედავად, მათ ხმის მიცემის უფლება არ ეძლევათ, რის გამოც ამ დროისთვის მოქალაქეებსა და დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

























